დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისათვის აქტივობებს მართავენ.
სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბი ,,საფიხვნო“-ს წევრებმა ანი მაისურაძემ და ელენე ბარამიძემ ,, ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“-ს ფარგლებში შექმნეს ვიდეომიმართვა, სადაც VII-VIII კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
ვიდეომიმართვას ამავე სკოლის ექიმი, ნინო ხორბალაძე გამოეხმაურა. Kazretipress-თან ინტერვიუში მან ვიდეომიმართვაში წამოჭრილ პრობლემებზე ისაუბრა.
,, ასეთი სახის აქტივობები და ზოგადად ჯანსაღ ცხოვრებაზე ხშირი საუბარი ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობასა და მის საჭიროებაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ამ თემის მეტად პოპულარიზაციას.
ამ ვიდეოს შეუძლია ადამიანების შეხედულებების შეცვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი მსგავს საკითხებთან მიმართებაში პირველი ნაბიჯი და დაწყებაა.
ვიდეომიმართვა დასაწყისისთვის მშვენიერია, თუმცა, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა თუ ვიდეოში ჯანსაღი ცხოვრების დანარჩენ ასპექტებსაც დაეთმობოდა ყურადღება“
კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას. მოსწავლეები კიდევ არაერთი აქტივობის განხორციელებას გეგმავენ.
ავტორი: ანი მაისურაძე
Comments